Friday, January 4, 2019

პეტრე დიდი და ეკლესია



პეტრე დიდის უძლიერესი მოწინააღმდეგე მის ევროპეიზაციის პოლიტიკაში იყო ეკლესია და მართლმადიდებლური სარწმუნოება. ამიტომ, პეტრე პირველის აქციების შესწავლა, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის წინააღმდეგ, იძლევა მისი რეფორმების ნათელ სურათს უფრო ფართო პერსპექტივაში. ის გვიჩვენებს რუსეთის მონარქის პიროვნების ორ მხარეს: ჭკვიანი და ეშმაკი პოლიტიკოს-რეალისტისა, ამასთანავე გამოუცნობი და დემონური მმართვლისაც კი. ეკლესიასთან ბრძოლა ნიშნავდა ბრძოლას ხელისუფლების მოცილე სტრუქტურასთან, აგრეთვე ბიზანტიური კულტურის მემკვიდრეობასთან, რომელიც ეგზომ მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამ ეკლესიასთან.
სწამდა კი თვით პეტრეს ღმერთის? ბევრ მის ახალგაზრდულ წერილში გვხვდება მოკლე ლოცვები და ვერაფერი გვაიძულებს  მის ეკლესიასთან დამოკიდებულებაში ეჭვი შევიტანოთ. პეტრეს სიამოვნებით მოჰყავდა ციტირება ბიბლიიდან, ხოლო როდესაც ცხოვრებისეული გზის დასასრულს ის აჯამებდა შედეგებს, თუ რის გაკეთება შესძლო თავისი ქვეყნისათვის, მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მადლს უძღვნიდა ღმერთს და არა სხვა ვინმეს: „ჭეშმარიტად, ეს ღვთიური სასწაულია, და ეს შეიძლება დავინახოთ, რომ ყველა ადამიანური გეგმაარარაობაა უფლის ნებასთან“. 
პირიქით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მართლმადიდებლური ღვთისმოსაობის მისტიური მხარე მისთვის სრულიად უცნობი იყო. მისი ეკლესიური შეხედულებები ბნელით იყო მოცული მსროლელთა სისიხლიანი ამბოხით, რომლის მოწმეც ის ბავშვობაში შეიქნა. ამ ამბოხს მეთაურობდა კონსერვატიული რასკოლნიკების ჯგუფი, სტაროვერებად წოდებულნი, რომლებიც მოგვიანებით მისი უმთავრესი მოწინააღმდეგენი გახდებიან. 
ეკლესიისა და სახელმწიფოს იდეალური ურთიერთობა მართლმადიდებლურ სამყაროში არის შეხმატკბილებული მდგომარეობის არსი, ჰარმონია. ეს ნიშნავს, რომ ეკლესია თავს უძღვნის სასულიერო საკითხებს, კეისარი კისაეროს. ეკლესია მორალურად მხარს უჭერდა სახელმწიფოს და იცავდა ხელმწიფის მართლმადიდებლურ რწმენას, იმავდროულად, როგორც სახელმწიფო ხელისუფლება, მხარს უჭერდა ეკლესიას საჭიროების შემთხვევაში თავისი საერო ძლიერებით. ასეთი იყო შეხედულებები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომელიც დამკვიდრდა ჯერ კიდევ იმპერატორ იუსტინიანეს დროს VI საუკუნეში. ფაქტიურად კი ბიზანტიაში საიმპერატორო ხელისუფლება ეკლესიაზე უდიდეს გავლენას ახდენდა. ამ სახელმწიფოს მთელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ რამოდენიმე უმთავრეს საკითხში ეკლესია იმარჯვებდა თავის უთანხმოებაში იმპერატორთან, მაგალითად კამათშიუნდა ყოფილიყო თუ არა ხატები. VIII-IX საუკუნეებში ხატთან მებრძოლი იმპერატორები იძულებული შეიქნენ დაეთმოთ ეკლესიისთვისხატთთაყვანისმცემლისთვის. მაგრამ  იმპერატორსა და ეკლესიას შორის ადგილი ჰქონდა რაღაცნაირქონების განაწილებას“, და ამ ორი ინსტიტუტის ერთმანეთთან შერწყმის შესახებ ლაპარაკიც კი არ იყო. ასეთივე იდიალური სიმფონია იყო კიევის რუსეთშიც, მხოლოდ ივანე მრისხანის დროს უკვე XVI საუკუნეში რუსულმა ეკლესიამ დაიწყო თავისი ქონების თანდათანობითი კარგვა; 1587 წელს რუსული ეკლესია ნებაყოფლობით ჩამოშორდა ბერძნულს, არჩეულ იქნა საკუთარი პატრიარქი. ამან კიდევ უფრო შეასუსტა ეკლესიის როლი, რამდენადაც კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, რომელსაც ადრე შეეძლო ყოფილიყო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის პაექრობაში საპირწონე, დაჰკარგა თავისი მნიშვნელობა.
პატრიარქი ნიკონი, რომლის მოღვაწეობა XVII საუკუნის შუახანებში წარიმართა, ცდილობდა ნაწილობრივ აღედგინა ეკლესიის დაკარგული გავლენა. იმავდროულად ნიკონმა გააღვივა კონფლიქტი რუსული ეკლესიის წიაღში, რომელიც აქამომდისაც არ ჩამქრალა. ნიკონმა შეიტანა ცვლილებები ეკლესიურ პრაქტიკაში, რომლებიც მოდიოდა ბერძნული დედა-ეკლესიის რიტუალთან შესაბამისობაში. ნიკონმა ეს ნაბიჯი მტკიცედ დარწმუნებულმა გადადგა, რომ ბერძნული ტრადიციაუფრო სწორია. ის ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი როლი, როგორც უზენაესი ყველა მართლმადიდებლური იერარქებიდან. ამიტომაც იყო ეგზომ მნიშვნელოვანი რუსული ღვთისმსახურების მიყვანა მართალ რწმენასთან აბსოლუტურ შესაბამისობაში. ბევრი რუსი მორწმუნე უარს ამბობდა ბერძნული წესების მიღებაზე, მაგალითად სამი თითით პირჯვრის გამოსახვა და არ ორით, რომელიც შეესატყვისებოდა ძველ რუსულ ტრადიციას. ძველი ტრადიციების მომხრეებს ეწოდათ სტაროვერები (ძველმორწმუნეები ..). ისინი სასტიკად იდევნებოდნენ ნიკონის მიერ, მან ამაშიც მოიპოვა სახელმწიფო ხელისუფლების მხარდაჭერა. ნიკონის რეფორმებს მიზნად ჰქონდა ეკლესიის გაძლიერება, მაგარამ შედეგად ის შესუსტდა. რეფორმებმა გამოიწვია არა მარტო შინაგანი განხეთქილება, არამედ ნიკონსა და მეფის შორის კონფლიქტის თანდათანობითი გამძაფრება ეკლესიის ხელისუფლებისადმი დაუფლების გამო. მეფე ალექსეი მიხეილის ძემ გარკვეული დროის განმავლობაში თავზე აიღო ხელისუფლება ეკლესიაზედ. სხვათაშორის საჭიროა მივუთითოთ, რომ მიუხედავად ამ დროებითი შესუსტებისა, ეკლესია კვლავ რჩებოდა რუსული საზოგადოების ერთობ მნიშნელოვან ძალად. მაგრამ ეკლესიის შესუსტება თავის თავში ატარებდა ერთ_ერთს პეტრე დიდისეული რეფორმების წინამძღვრებიდან. რეფორმები კი, როგორც ასეთი ნიშნავდა იმ დროისათვის ერთ ნაბიჯს ეკლესიის თვითმყოფადობის სრულ შეცვლაზე და მის მარგინალიზაციაზე რუსულ საზოგადოებაში.
პატრიარქობის გაუქმება
ეკლესიის დამორჩილების პეტრესეული გეგმა ხორციელდებოდა თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ. ჯერ კიდევ ადრიანეს პატრიარქობისას (1690-1700) პეტრემ თქვა, რომ ის სულ მცირედითაც არ არის დაინტერესებული ძველისიმფონიისშენარჩუნებაში. ამრიგად, ის უარს ამბობდა, მაგალითისათვის, მონაწილეობა მიეღო ვირით მსვლელობაში ბზობის კვირას, ამ ძველი მოსკოვური ტრადიციით, როდესაც პატრიარქი მოსკოვში შემოდიოდა ვირზე ამხედრებული, რომელსაც მეფე უძღოდა სადავეებით. ეს იყო ქრისტეს იერუსალიმში შემოსვლის პერიფრაზა, მაგრამ პეტრესათვის ასეთი ცერემონია ნიშნავდა მეფური ღირსების დამცრობას.
1700 წელს ადრიანეს სიკვდილისთანავე პეტრემ მოსამსახურე გაგზავნა საპატრიარქოში, რათა გამოესყიდა ყველა ქაღალდი, რომელზედაც პატრიარქი ოფიციალურ დოკუმენტებს სწერდა. ეს პეტრესათვის დამახასიათებელი პრაქტიკული ნაბიჯია და მოწოდებული იყო იმისათვის, რომ ეჩვენებინაუკვე არ არსებობს პატრიარქის არანაირი ავტონომიური თანამდებობა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა პეტრე დაინტერესებული იყო იმით, რათა ამ თანამდებობისთვის აწი არავინ გარჯილიყო. თავისი გეგმის, მიმართული ეკლესიის თვითმყოფადობის სრული ლიკვიდაციისაკენ, განხორციელებაში თანაშემწეებს პეტრე არჩევდა ეპისკოპოსებიდან და მღვდლობიდან იმ ოლქებიდან, რომლებიც აწ უკრაინისა და ბელორუსიის ეკლესიებს განეკუთვნებოდა, ესე იგი, ტერიტორიებიდან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში პოლონეთის ხელისუფლების ქვეშ იმყოფებოდნენ. იქ უკვე დიდი ხანია განმტკიცდა ზოგიერთი დასავლურ ევროპული იდეები, და საერთოდაც თავის რეფორმატორულ მოღვაწეობაში პეტრე იყენებდა ამ სლავ-მოდასავლეთელთა მხარდაჭერას. ამ მხარეთა სწავლული ეპისკოპოსები განათლებას პოლონეთისა და რომის კათოლიკურ სასწავლო დაწესებულებებში ღებულობდნენ. პეტრემ პირველად სტეფანე იავროველი მიიწვია, როემლმაც მიიღო ლოცუმ ტენენს ტიტული, ესე იგი, საპატრიარქო ტახტის მპყრობელისა. მაგრამ მეფე მოტყუვდა მასშისტეფანმა უარი განაცხადა გამხდარიყო პეტრე I დამჯერე იარაღად. ერთხელ სტაფანმა წარმოთქვა კონკრეტულად პეტრე I წინააღმდეგ მიმართული მძაფრი კრიტიკული ქადაგება. ამან მეფე ისე გააცოფა, რომ მან შემოიღო სამიტროპოლიტო ქადაგების წინასწარი ცენზურა.
სტეფანე იავორელით იმედგაცრუებულმა პეტრემ მოგვიანებით მიმართა სხვა იერარქს იმავე მხარეებიდან, თეოფანე პროკოპოვიჩს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მას კათოლიკური განათლება ჰქონდა, იმყოფებოდა პროტესტანტული იდეების გავლენის ქვეშ. თეოფანე გახდა ეკლესიის სფეროში პეტრეს გეგმების პრაქტიკული თანამგზავრი. თეოფანეს რწუნება იმისა, რომ მონარქი ერთდროულად ეკლესიის უზენაესი მეთაური უნდა იყოს, როგორც ამას პროტესტანტულ ქვეყნებში ჰქონდა ადგილი, ბუნებრივია იმსახურებდა პეტრეს მოწონებას. მაგრამ თეოფანე იცავდა, აგრეთვე პროტესტანტულ თეოლოგიურ პრინციპებსაც.
ამრიგად, ის სხვათა შორის, მრავალგზის ამტკიცებდა მართლმადიდებლური ტრადიციის საწინააღმდეგოს, რომ ადამიანი გადარჩება საკუთარი რწმენით, ხოლო მის ქმედებებს არ გააჩნია არავითარი გადამრჩენი ძალა. ამ სახით, თეოფანე უერთდებოდა მარტინ ლუთერის იდეას სოლა ფიდე («верою единой»).
რუსულ ეკლესიას ტრადიციულად არ განუვითარებია საკუთარი თეოლოგია, თეოლოგიური ნაშრომები კი, შექმნილნი XVII საუკუნეში კიევში, იწერებოდა კათოლიკური და პროტესტანტული იდეების მძაფრი გავლენის ქვეშ. დასავლური გავლენა კი უფრო ძლიერი გახდა XVIII საუკუნეში, როდესაც თვით მისი თანმხლები არცთუ ვინმე სხვა, არამედ თვით თეოფანე გახდა. ეკლესია მისდევდა თავის ტრადიციულ რიტუალს და ლიტურგიკულ ტექსტებს. ამავე დროს თეოლოგია ხდებოდა მეტ-ნაკლებად კათოლიკური ან პროტესტანტული. ამ სახით რუსულ ეკლესიაში იქმნებოდა შინაგანი განხეთქილება, რომელიც დაძლეულ იქნა მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში.
სტეფანე იავორელი ცდილობდა ხელი შეეშალა თეოფანელი ფსკოველი ეპისკოპოსებისათვის, ამტკიცებდა რომ ის ერეტიკოსი იყო, შემოჰქონდა რა პროტესტანტული დოგმები. ამ თავის წინაღდგომით მიტროპოლიტმა წააგო, თეოფანი გახდა პეტრეს ნდობით აღჭურვილი პირი დაპროპაგანდის მინისტრი“, ბოლომდის მეფის ერთგული და შეუქცევადი.  

საზღვარგარეთული ნიმუშები

იდეებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეეცვალა დამოკიდებულება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის თავდაპირველად ეძებდა ინგლისში. ერთერთი მისთვის საინტერესო საგანი ინგლისში მოგზაურობისა იყო ანგლიკანური ეკლესიის მდგომარეობა. ის დაინტერესებული იყო ლუთერით და როგორც წყაროები გადმოგვცემენ, ვიტენბერგის მონახულებისას, რეფორმატორის ძეგლთან მიახლოებისას წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „ამ ადამიანმა ნამდვილად დაიმსახურა ამგვარი ძეგლი. მან დიდი სარგებლობა მოუტანა მრავალ ხელმწიფეს, რომლებიც სხვებს აღემატებოდნენ აზროვნების სიცხადით, და ის ვაჟკაცურად ეწინააღმდეგებოდა პაპს სრული თავისი მეამბოხეობით“.
პეტრე I თვლიდა, რომ ეკლესიას სწორედ სახელმწიფოსთვის უნდა მოეტანა სარგებელი და არავითარ შემთხვევაში, როგორც კათოლიკურს, არანაირი საკუთარი პრეტენზიები არ უნდა ჰქონოდა ხელისუფლებაზე. 
საბოლოოდ პეტრემ თავისი საეკლესიო რეფორმებისათვის გადმოიღო შვედური მოდელი (ზუსტად ისევე, როგორც სახელმწიფო რეფორმებისათვის), ესე იგი ეკლესია სრულად უნდა დამორჩილებოდა საერო ხელისუფლებას.
მოსამზადებელ სამუშაოებს ძალიან დიდი დრო დასჭირდა და ეკლესია უფრო მეტ შეძრწუნებას გამოხატავდა, რამდენადაც მას არ შეეძლო ახალი პატრიარქის არჩევნების ჩატარება. როგორღაც მოულოდნელად მეფეს დაუსვეს პირდაპირი კითხვა ამ თემაზე, რომელზედაც მან ხუმრობით გასცა პასუხისწორედ ახლა ვამთავრებ მისი ანაფორის კერვას“. მაგრამ ის თეოფანესთან ერთად ამზადებდა პატრიარქობის გაუქმებას. 1720 წელს ეს რეფორმაც გატარდა, რომელიც უფრო გადატრიალებას ჰგავდა. პატრიარქობა შეიცვალა, მისი მოვალებანი გადაეცა სასულიერო კოლეგიას. თვით კოლეგიის იდეა, როგორც სახელმწიფო მმართველობის ნაწილი, პეტრემ გადმოიღო შვედური ადმინისტრაციული სტრუქტურიდან, რომელსაც ის სიამოვნებით აღიარებდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ყველა ეპისკოპოსმა მოაწერა ხელი ახალ მდგომარეობას ეკლესიის შესახებსასულიერ რეგლამენტად წოდებულსზოგმა ნებაყოფლობით, ზოგმაც მუქარის ქვეშ.  მეფის კურიერი მოგზაურობდა ქვეყანაში, გადადიოდა ერთი საეპისკოპოსოდან მეორეში, თან ჰქონდა ინსტრუქცია მიცემული, რომ ხელმოწერები ნებისმიერ ფასად მიეღო. საჭიროა დამატება, რომ ეპისკოპოსობა მთლიანობაში ღიად გამოხატავდა დათმობებს. მთელი XVII საუკუნის განმავლობაში სამღვდელოებამ სრულიად დაკარგა მისი მეამბოხე სული, რას განსაკუთრებით გამოიხატებოდა სტაროვერების წინააღმდეგ ბრძოლაში.   
რეფორმა
სასულიერო რეგლამენტს დაეწერა 1917 წლამდის არსებობის ბედი. კოლეგიის ხელმძღვანელობაში უნდა ყოფილიყო ეპისკოპოსები, არქიმანდრიტები და მღვდლები, 11 კაცის შემადგენლობით. კოლეგიის წევრები ინიშნებოდნენ მეფის მიერ. კოლეგია ექვემდებარებოდა მეფეს და სწორედ მეფეს ეძლეოდა უზენაესი უფლება გადაწყვეტილების მიღებისა. რეგლამენტში მითითებული იყო, რომ კოლეგიის უზენაესი მსაჯული მეფე იყო, რაც ბუნებრივია, სამღვდელოების მიერ აღიქმებოდა ღვთისმგმობელობად. უზენაესი მსაჯული, რათქმა უნდა სხვა არავინაა, თუ არა ღმერთი: „Исповедую же с клятвою крайняго Судию Духовныя сея Коллегии, быти Самаго Всероссийскаго Монарха, Государя Нашаго Всемилостивейшаго“.
სასულიერო რეგლამენტისაოცარი დოკუმენტია. დამატებებით ის წარმოადგენს დოკუმენტს, სადაც ერთიანად შერეულია კანონები, კომენტარები და განსჯები ეკლესიის მდგომარეობის შესახებ. შექმნილი მდგომარეობის გამო არსებობს პირდაპირი კრიტიკა, რუსმა ეკლესიის ისტორიკოსმა გიორგი ფლოროვსკიმ რეგლამენტს უწოდა პოლიტიკური პამფლეტი. რეფორმების მიზეზად რეგლამენტი მიუთითებს წესრიგის აუცილებლობაზე ეკლესიაში. პირველი თავი მოიცავს კოლეგიალური მმართველობის მთლიანი სარგებლობის პანეგრიკულ განსჯას. ის თავიდან იცილებს მექრთამეობას, ის წარმოშობს უკეთეს გადაწყვეტილებებს. თუ მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი არსებობს (პატრიარქის ტიტული არ მოიხსენიება) მაშინ წარმოიშობა პრობლემარა ვქნათ, როცა ის ავად გახდება ან მოკვდება. ეს არის თითქმის დემოკრატიის აპოლოგია, მაგრამ ის ყალბად ჟღერს, თუ გავიხსენებთ, რომ პეტრემ ყველაფერი თვითმპყრობელობის განსამტკიცებლად გააკეთა. არანაკლებ ნათელია დოკუმენტის მიზანიგანადგურება თვით საერო და სასულიერო ხელისუფლების შორის კონკურენციის შესაძლებლობისა:  „Велико и сие, что от соборнаго правления не опасатися отечеству мятежей и смущения, яковые происходят от сдинаго собст-веннаго правителя духовнаго. Ибо простой народ не ведает, како разнствует власть духовная от Самодержавной; но великою Высо-чайшаго Пастыря честию и славою удивляемый, помышляет, что таковый правитель есть то вторый Государь Самодержцу равносильный, или и больши его, и что духовный чин есть другое и лучшее Государство, и се сам собою народ тако умствовать обык. Что же егда еще и плевелныя властолюбивых духовных разговоры приложатся и сухому хврастию огонь подложат? Тако простые сердца мнением сим развращаются, что не так на Самодержца своего, яко на Верховнаго Пастыря, в коем либо деле смотрят“.
დანარჩენში რეგლამენტი მოიცავს საეკლესიო წესდებას, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა დისციპლინის საკითხს. ორ ადგილას განსაკუთრებით იგრძნობა პროტესტანტობის გავლენასაკლესიო წიგნების შემოღების წესებში და იმ დიდ ყურადღებაში, რომლებიც ეძღვნება მღვდლების საგანმანათლებლო მოღვაწეობის აუცილებლობას. რეგლამენტში ეკლესია წარმოდგენილია, როგორც ორგანიზაცია სხვა ორგანიზაციათა რიგში. და ის, რაც ამ დოკუმენტში საერთოდ არ არსებობს, არის ეკლესიის აღქმა, როგორც ქრისტეს სხეული, როგორც მისტიური ღვთისმსახურების საკრებულო ქრისტეში. 
რეფორმების წინააღმდეგ თითქმის არ ყოფილა რაიმე ღია კრიტიკა, მაგრამ სასულიეროთა შორის იყო, არც თუ მცირე, თუმც ფარული უკმაკოფილება. კოლეგიის პირველი სხდომების შემდეგ პეტრემ შემოიტანა კიდევ ერთი ოპერატიული სიახლე, რომელმაც პარალიზება გაუკეთა ამ კრიტიკის დიდ ნაწილს. შესაძლებელია ეს იყო ყველაზე გენიალური მის ნაბიჯებს შორის თავის საეკლესიო რეფორმატორულ მოღვაწეობაში. პეტრემ მოულოდნელად გამოაცხადა იმის შესახებ, რომ კოლეგია გარდაიქმნებოდა სინოდად. სხვაობა მასში მნიშვნელოვანი იყო. სინოდი, ისევე ,როგორც სხვა კოლეგიები არ უნდა დაქვემდებარებოდა სენატს, მაგრამ უფლებებით მას უტოლდებოდა. სენატი კი იყო ორგანო, რომელსაც ექვემდებარებოდნენ კოლეგიები და სხვა სამმართველო სტრუქტურები.
სინოდი
თვით სიტყვა სინოდი უფრო მეტად ეკლესიურად ჟღერდა, ვიდრე კოლეგია. ის ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანო იყო. ის ამ სახით ზოგიერთ ურთიერთობებში აყვანილია უმაღლესი საერო ხელისფლების დონემდე. ყოფილი საეკლესიო მმართველობისაგან განსხვავება მდგომარეობდა იმაში, რომ ამიერიდან ეკლესიის სათავეში იდგა არა პატრიარქი, არამედ თვით მეფე, რომელიც საკმაოდ რეგულარულად ესწრებოდა სინოდის სხდომებს. საეკლესიო ქონება, რომელიც ადრე ხაზინაში შეიტანეს, ახლა უბრუნდებოდა ან უფრო სწორად ხვდებოდა სინოდის იურისდიქციაში. ეკლესია იტოვებდა უფლებებს საკუთარ სასამართლოზე, შეიქმნა მისი საკუთარი ცენზურა და . . სენატსა და ახლადშექმნილ სინოდს შორის ბუნებრივია, აღმოცენდა მრავალი კონფლიქტი გადაწყვეტილების მიღების ირგვლივ სოციალური სფეროს სხვადასხვა დარგებში. ასე რომ საჭირო შეიქმნა სოციალური ორგანოს შექმნა ამ ორი უწყების თანამშრომლობისათვის.
მიუხედავად ყველაფერ ამისა, სინოდმა მოიპოვა დიდი მნიშვნელობა, ვიდრე სასულიერო კოლეგიამ, რისგანაც რეფორმები ეკლესიისთვის აღმოჩნდა შეუქცევადი. მრავალი გადაწყვეტლიებათაგანი, მიღებული სინოდის მიერ პირველ წლებში, ეხებოდა სენატთან პარიტეტის შენარჩუნებას უმნიშვნელო დეტალებისთვისაც კი. სინოდის კოლეგიალური მმართველობის პირველი შემადგენლობისათვის უმთავრესი იყო, რომ ჩინოვნიკთა ჯამაგირი იმავე სიდიდის იყო, რაც სენატელებისა, რომ ინტერიერები იყო ისეთივე, როგორიც სენატში და .. სენატისა და სინოდის შენობები პეტერბურგში განლაგებულია გვერდიგვერდ, ესეც კიდევ ერთი ნიშანი იყო მათი თანასწორუფლებიანობისა. ეკლესია უკვე იბრძოდა არა საკუთარი თვითმყოფადობისათვის, არამედ იმისათვის, რომ რაც შეიძლებოდა მეტი გავლენა შეენარჩუნებინა საზოგადოებრივ სტრუქტურებში.
სინოდის მდივანი, რომელიც ობერ პროკურორად იწოდებოდა, უშუალოდ იმპერატორისაგან ინიშნებოდა. წმინდა სინოდის ობერპროკურორის თანამდებობა XVIII საუკუნის ბოლომდის იყო რაღაც ზესაიდუმლო. თანდათანობით მონარქის პირადი კონტროლი მცირდებოდა, და ბოლოს და ბოლოს სწორედ ობერპროკურორმა, საერომ, დაიწყო ეკლესიის ბედის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება. იმპერატორები, არც თუ იშვიათად ამ თანამდებობაზე ნიშნავდნენ გადამდგარ გენერლებს, რათა ამ სახით შეენარჩუნებინათ კონტროლი დისციპლინაზე და ობერპროკურორთაგან მრავალი საერთოდ არ ინტერესდებოდა საეკლესიო საკითხებით. განსაკუთრებით ცნობილია, თანაც ცუდი მხარით, კონსტანტინე პობედონოსცევი, რომელიც 1880-90 წლებში იყო ობერპროკურორი. თავის მრავალი წინამორბედისაგან განსხვავებით მას მხურვალედ სწამდა ღმერთი და სხვა მრავალთა შორის რუსულად  გადათარგმნა თომა კემპიელის თხზულებამიბაძვა ქრისტესი“. ერთდროულად ის იყო ბოლო პერიოდის მეფის ხელისუფლების თავგამოდებული კონსერვატიული იდეოლოგი. სწორედ მისი მოღვაწეობის წლებში გახდა სინოდი სინონიმი მეფის ხელისუფლების ტოტალიტარული პრეტენზიებისა.
პეტრე ეწეოდა ეკლესიის სხვაგვარ მანიპულაციას. იქამდეც რომ აიძულებდა ყოფილი საეკლესიო მმართველობის დავიწყებას. ყველა ეპისკოპოსს მიეცა ტანსაცმელი, რომლის ტარებაც ადრე მხოლოდ პატრიარქს შეეძლო. ამიერიდან მიტრები ებოძებოდათ არა მხოლოდ არქიმანდიტრებს, არამედ აგრეთვე საღმრთო სასულიეროების განსაკუთრებით დამსახურებულ პირებს. ამ სახით მან მოხერხებულად გააუქმა თვით ეკლესიის შიგნით იერარქიული სტრუქტურების ნაწილი. მან გააუქმა, აგრეთვე მუხლმოდრეკა არქიელების წინაშე, რაც ადრე წესად იყო. ამიერიდან მუხლებზე დამხობა სავალდებულო იყო მხოლოდ ერთადერთისთვით იმპერატორის წინაშე.
ასეთი დიდი პოლიტიკური ოსტატობით დაუქვემდებარა პეტრემ ეკლესია საიმპერატორო ხელისუფლებას. მხოლოდ ისღა რჩებოდა, რომ დაერწმუნებინა დანარჩენი მართლმადიდებლური ეკლესიები იმაში, რომ სინოდი წარმოადგენდა მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველობის კანონიკურ ფორმას. პეტრემ მიმართა მართლმადიდებლურ ეკლესიებს. მიმართვაში, სადაც მან თავისი რეფორმა აღწერა და პატრიარქებს სთხოვს მის აღიარებას, მეფე მოქნილად მანიპულირებდაკოლეგიალური ხელისუფლებისდა თითქმის მისი სინონიმურ ტერმინკონსილიუმისმცნებით.
მართმლმადიდებლურ ეკლესიაში ნებისმიერი აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღება საეკლესიო კრებით ან კონსილიუმით. პეტრე თავის გზავნილში გულისხმობდა, რომ შვედური ადმინისტრაციული პრაქტიკისაგან გადმოღებული სინოდის მიერ კოლეგიალური მმართველობა, იყო პირდაპირ შესაბამისობაში კრებასთან, პატრიარქებმა თავი დაირწმუნეს ამაში და საეკლესიო მმართველობის ასეთი ფორმა (უცხოური მმართველობის უმაღლეს ხარისხში) გამოაცხადეს კანონიკურად. პატრიარქების მიერ მმართველობის ფორმის ამ უაღრესად ქარაფშუტული აღიარების მეორე მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის ეკლესიამ ამ სახით თვით გააუქმა პატრიარქობა, რომელიც მათ, არც თუ დიდი სიამოვნებით აღიარეს XVI საუკუნეში. ახლა გამოვიდა, რომ აღარ არის იგივე პატრიარქი, რომელიც არ სურდათ მათ ეღიარებინათ, რამეთუ მათთვის სასურველი იყო ეკლესიათა ძველი დანაწილება მხოლოდ და მხოლოდ ხუთ საპატრიარქოდ. ასე, რომ ეს წარმატებით აძლევდა ხელს პეტრეს და მისმა ხაზმა გაიმარჯვა ყოველი პუნქტით. თავისი მოქნილი რაელისტური პოლიტიკის წყალობით მან სრულიად გაიმარჯვა ეკლესიაზედ.
ადრე რუსული ეკლესია თავის ღვთისმსახურებაზე ლოცულობდა სხვა მართლმადიდებელ პატრიარქებზე. ახლა კი დადგინდა, რომ ასეთი ლოცვები აღევლინებოდა მხოლოდ სინოდის პრეზიდენტის მიერ, როცა ის ღვთისმსახურებას საკუთარ ეკლესიაში ამთავრებს. პეტრესა და თეოფანე პროკოპოვიჩს უნდოდათ ნებისმიერი საშუალებით შეემცირებინა დანარჩენი მართლმადიდებლური ეკლესიების გავლენა. ეს კი დღესაც, როგორც ამ ეპოქის რელიქტი, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიების ღვთისმსახურების პრაქტიკაში, იჭერს სრულიად უმნიშვნელო ადგილს.
ეკლესიაში ასეთი მდგომარეობა შემორჩა 1917 წლის რევოლუციამდის.  ვერგანხორციელებულ 1905 წლის რევოლუციას არ მოუტანია რაიმე ცვლილებები, გარდა სინდისის თავისუფლების გამოცხადებისა. სინოდს შეუნარჩუნდა ყველა თავისი პრეროგატივა. აი, როგორ ჟღერს ეს 1906 წლის რუსეთის პირველ კონსტიტუციაში: «Император отправляет свою самодержавную власть по отношению к церкви через учрежденный Святейший правительствующий синод».
ერთია რომ ამ ხნის განმავლობაში გაისმოდა სინოდიალური სისტემის წინააღმდეგ კრიტიკული ხმები. მაკრიტიკებლებს შორის იყვნენ არა მხოლოდ საეკლესიონი, არამედ საერონიც, მაგალითისთვის, ლიტერატორი და ისტორიკოსი ნიკოლაი კარამზინი, აგრეთვე ბევრი სლავიანოფილთაგანი, XIX საუკუნის შუახანების პატრიოტულად განწყობილი მოაზროვნენი.
1905 წლის რევოლუციისას გამოჩნდა პატრიარქობის აღდგენის კიდევ ერთი ვარიანტიროდესაც ეპისკოპოსებმა ამ წინადადებით მიმართეს მეფე ნიკოლოზ II, მაშინ მან შემოიტანა საწინააღმდეგო წინადადებაპატრიარქად აერჩიათ თვით ის. ასე ეჭდობოდა ერთმანეთზე რუსეთში საერო და საეკლესიო ხელისუფლების წარმოდგენები.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, როდესაც ეკლესია გამოვიდა საიმპერატორო ხელისუფლებიდან, შეიქმნა კრება, რომელმაც ტიხონი აირჩია პატრიარქად. ბედის ირონიით ეს არჩევნები 1917 წლის ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში ლენინის მოსვლის თანადროულად ჩატარდა. მალე კი ახალმა, საბჭოთა ხელისუფლებამ მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა დაიწყო უფრო სასტიკი მეთოდებით ვიდრე პეტრემ. მის პროგრამაში ახალი იყო სწრაფვა არა მარტო თავის კონტროლის ქვეშ მოექცია ეკლესია, არამედ მისი ლიკვიდაციაც. ზუსტად ისევე, როგორც პეტრე, სტალინი მრავალი წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა, 1925 წელს ტიხონის გარდაცვალებიდან, ახალი პატრიარქის არჩევას. მხოლოდ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირმა  მეორე მსოფლიო ომის დროს გამოსცადა ეკლესიის საჭიროება, პატრიარქის არჩევნები იქნა დაშვებული. როგორც საშინელი რელიქტი პეტრე დიდის ეპოქისა, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველი ორგანო დღემდის არის სინოდი.
კრიტიკა

ეკლესიის წარმომადგენლები უკიდურესად უკმაკოფილონი იყვნენ პეტრეს რეფორმებით: “но никто не смел протестовать открыто. Насколько сильна была эта скрытая оппозиция, выяснилось после смерти Петра, когда архиепископ Новгорода, Феодосии Яновский, вице-президент Синода, заявил, что Петр был тираном, и по этой причине отказался петь по нему заупокойную. Феодосия отставили и бросили в тюрьму, где он через несколько лет умер.
Острее всего Петра критиковали староверы и юродивые Христа ради. Юродство было в старой Руси особой формой благочестия. Человек, избравший этот вид аскетизма, вместо того чтобы отправиться в монастырь, удалялся от мира в мнимом сумасшествии. Безобразные выходки этих юродивых предназначались для исправления окружающих. Юродивые были откровенно настроены против Петра и так же, как старообрядцы, видели в нем Антихриста или черта. Согласно следственному протоколу, одна жснщина-ста-роверка высказывалась о своем царе следующим образом: «Старица Платонида про Его Императорское Величество говорила: Он-дс швед обменной, потому догадывайся-де, делает Богу противно, против солнца крестят и свадьбы венчают, образы пишут с шведских персон, и посту не может воздержать, и платье возлюбил шведское, и со шведами пьет и ест и из их королевства не выходит… и великий-де князь Петр Алексеевич родился от шведки с зубами, он-де антихрист».
ხმები იმის შესახებ, რომ ტახტზე ანტიქრისტე ზის, ვრცელდებოდა მთელს ქვეყანაში, მაგრამ ფართო სახალხო წრეებში იქმნებოდა წარმოდგენა საერო ხელისუფლების სატანურ ბუნებაზე. ესე იგი შეიქმნა ანტისახეცარია- ბატუშკი“ – საპირისპირო სახისა მეფის, როგორც მისი ქვეშევრდომთა მამისა.
როდესაც ამ კონსერვატიულ ძალებს პეტრეს ღვიძლი შვილი დაუახლოვდა, ოპოზიცია ერთობ საშიში გახდა, რასაც მეფის რეაქციაც მოწმობს. ეკლესიას დაახლოებული წრეები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ ან კიდევ მეფის შესაძლო სიკვდილსაც. Pპეტრემ ბრძანა ხელი მოეკიდათ ამათთვიის, დაჭერილი შეთქმულების მონაწილენი ეწამებინათ მანამდის, სანამ ისინი ყველაფერს არ აღიარებდნენ, შემდეგ კი ჩამოეხრჩოთ. ასეთი ხვედრი ერგო მის საკუთარ შვილს ალექსეისაც, რომელიც წამებისას აღესრულა.
ამგვარად, უდიდესი ენერგია, პეტრეს მიერ ეკლესიის რეფორმებში გამოვლენილი, რამოდენიმე წლის შემდეგ გახდა მიზეზი იმისა, რომ მისი შვილი გაერთიანდა შეთქმულებაში ეკლესიასთან მეფის ჩამოსაგდებად. სასამართლო გარჩევებში, რომელიც შეთქმულების გამჟღავნებას მოჰყვა, სხვა მრავალთა შორის გამოირკვა, რომ ალექსეიმ აღსარებისას განაცხადა, რომ მას მამის მოკვლა უნდოდა, მღვდელმა კი მას უთხრა, რომ ეს ყველას უნდაო.
 ის კონფლიქტი, ის განხეთქილება რუსულ საზოგადოებაში, რომელიც რელიგიურ უთანხმოებებში წარმოიშვა, დროთა განმავლობაში ღრმავდებოდა მანამ, სანამ არ მიიღო წინააღმდეგობის ფორმა დასავლეთ ევროპული განვითარების მომხრეებსა და წმინდა რუსეთის ოცნების დამცველთა შორის. ჩვენს დღეებში ეს განხელთქილება წინანდებურად აქტუალურია.
პეტრე როგორც ანტიქრისტე
სახელმწიფო ეკლესიის წრეებში პეტრეს მტრები და უფრო მეტად სტაროვერობა სიამოვნებით აიგივებდნენ მას ანტიქრისტესთან.  სინამდვილეში, ეკლესიის წინააღმდეგ პეტრეს გამოსვლებში არსებობდა ზოგიერთი განსაკუთრებანი, რომლებიც ამ მტკიცებულების სასარგებლოდ მეტყველებდნენ. მკვეთრი კონტრასტი იმაში მდგომარეობდა, რომ ატარებდა რა არაჩვეულებრივი მოქნილობით რეფორმებს, იმავდროულად პეტრე ძლიერ ამცირებდა ეკლესიას თავისი ლოთი საკრებულოთი. პეტრეს ეს აღმოჩენა მდგომარეობდა იმაში, რომ ის და მისი უახლოესი თანამზრახველები იცმევდნენ სხვადასხვა კონფესიის მღვდლების სამოსებს, ლოთობდნენ და თამაშობდნენ ღვთისმგმობელობით. ამ საკარნავლო პაროდიებისას ღვთისმსახურებაზე ტექსტებს წერდა თვით პეტრე. როდესაც ამსაკრებულოშიახალ წევრს ღებულობდნენ, კითხვაგწამს თუ არა ღმერთი“- ნაცვლად სვამდნენ  _„სვამ თუ არა შენ?“ საეკლესიო პასუხისდა წმინდა სულითნაცვლად პასუხობდნენ: „ბახუსის ძალა იყოს შენთან!“.  ბზობის კვირას ვირით მსვლელობა პაროდირებული იყოგამომტყვრალი კრებისმსვლელობით აქლემზე ღვინის მარანში, სადაც არყის მარაგი იყო.
 ამგვარად შეურაცყოფდნენ მღვდლებს. მათ აიძულებდნენ სამეფო კარის მასკარადებში მონაწილეობას, სადაც ისინი გადაუცმელები უნდა ყოფილიყვნენ, არა როგორც დანარჩენები, არამედ თავიანთ სამღვდლო ტანსაცმელში, რომელიც მათ შორის ისეთ ხარხარს იწვევდა, როგორც სამასკარადო ტანსაცმელი. პეტრე სისტემატურად იგდებდა ეკლესიას სასაცილოდ, რაც ახალ საზრდოს აძლევდა ყველ ხმასა და ეჭვს იმის შესახებ, რომ ის ანტიქრისტე იყო.
საშინელი აღშფოთება გამოიწვია, აგრეთვე პეტრეს მიერ მოწყობილმა ორი ლილიპუტის პაროდიულმა ქორწილმაეს იყო უწმინდურობა, მაგრამ ამავდროულად ქორწინების საიდუმლოების შეურაცხყოფა.
მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის კიდევ ერთი საშუალება იყო წვერის გაპარსვა. ეს, კამათის გარეშე იყო ევროპეიზაციის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ მართლმადიდებლების მიერ აღიქმებოდა, როგორც გამრუდება მამაკაცში გამოხატული ქრისტეს სახისა და მსგავსებისა. პეტრეს ინტერესი ანატომიისადმი და ყველა საეროს აუცილებელი დასწრება გვამის კვეთაზე იყო კიდევ ერთი მხარე ძველ იდეოლოგიასთან ბრძოლაში. ადამიანი ხდებოდა გამოკვლევების ობიექტი და არა ქრისტეს ანარეკლი. მხედველობის ამ კუთხით შეიძლება განვიხილოთ, აგრეთვე მისი ინტერესი მახინჯების კოლექციისადმი, რომელსაც ჰფენდნენ ხელოვნების პალატაში.
რა თქმა უნდა, რელიგიაზე დაცინვა დამახასიათებელია XVIII საუკუნისათვის, მაგრამ ის თავშეუკავებლობა, ის გაცოფება, რომლითაც პეტრე დასცინოდა ეკლესიას, ტოვებენ საშინელ შთაბეჭდილებებს. რუსი ლიტერატურათმცოდნე მიხაილ ბახტინი თავის წიგნში რაბლეს შესახებ და შუასაუკუნეების დაცინვის კულტურაზე ამტკიცებდა, რომგამომტყვრალი საკრებულოიყო მცდელობა რუსეთში დასავლეთევროპული საკარნავლო ტრადიციის შემოტანისა, ესე იგი სახალხო სიცილის კულტურისა, რომელიც, აგრეთვე რელიგიასაც ამასხარავებდა. ესე იგი, მისი სიტყვებით, ეს იყო ევროპეიზაციის ერთ-ერთი რგოლიც. იდეა საინტერესოა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ აქ წმინდა რეალური პოლიტიკის გვერდით ადგილი ჰქონდა რაღაც არანორმალურსფსიხოპათოლოგიურს (ან დემონურს, თუ გნებავთ). 
ყველა მართლმადიდებლური რიტუალების საპირწონედ პეტრეს შემოჰქონდა გამარჯვებებისა და მოსახელეების სახალხო ზეიმები სრულიად დამუშავებული ცერემონიებით.
ოფიციალურ პროპაგანდაში კულტივირებდა პეტრეს სახე, როგორც წმინდა პიროვნებისა, ზოგიერთ ტექსტში ქრისტიანული ღმერთის კონკურენტისაც კი. პეტრეს გარდაცვალებისას პროკოპოვიჩის ქადაგებაში იმპერატორი წოდებულია რუსეთის მოსედ, რუსეთის სოლომონად, რუსეთის დავითად და .. პროპაგანდისტული აპარატი პეტრეს მოსავდა სახელებითა და ეპიტეთებით, რომელთაც ადრე ღმერთს ან ქრისტეს უძღვნიდნენასე მაგალითადმეფეს უწოდებდნენ ქრისტეს პატარა ასოთი, მშველელისა და მაცხოვრის გაგებით. ან კიდევ, როგროც ეს გვხდება პეტრესადმი მიძღვნილ ლექსშიშეხედე შენს ღმერთს, რუსეთო!“. ასეთი ეპიტეთები გამოიყენებოდა დასავლეთ ევროპის აბსოლუტური მონარქების მიმართაც, მაგრამ რუსეთში ხელმწიფისსაკრალიზაციაუფრო შორს წავიდა, და ამგვარი  ეპითეტები აღიქმებოდა თავის რუსულ კონტექსტში უფრო გამოკვეთილად. პეტრეს რეალისტ-პოლიტიკოსის არსში ერწყმოდა პროვოკატორი, თავხედი ღვთისმგმობელი და წარმართული კერპი.  
ეკლესია როგორც სოციალური ინსტიტუტი
პეტრე, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიას მისთვის სარგებლის მოტანით აფასებდა. მას უნდა დემკვიდრებინა ზნეობა, გამრჯეობა, სამშობლოსადმი სიყვარული. ხაზი ესმეოდა ეკლესიის დიაკონიურ ფუნქციებს. საეკლესიო თანხების უზარმაზარი თანხები გაიხარჯებოდა სოციალურ საჭიროებებზე. მონასტრებს უნდა ემსახურათ ნამდვილ სოციალურ ინსტიტუტებად. პეტრეს ინიციატივით არსდებოდა სავადმყოფოები და მოწყალების სახლები. იმავდროულად ის ცდილობდა შეემცირებინა ბერების და მონაზვნების რიცხვი
თავისთავად უშედეგოდ. აგრეთვე, ის ცდილობდა ხელი შეეშალა ეკლესიისთვის მისი საადგილ-მამულო მფლობელობის გაფართოებაში. ამით ის ახლო იყო პროტესტანტულ ტრადიციასთან. აქ კი თეოფანე პროკოპოვიჩი იყო მისი დამხმარე. პეტრეს შეეძლო, აგრეთვე დაინტერესებულიყო საეკლესიო რიტუალებით, თვით კი რედაქტირებას უკეთებდა ღვთისმსახურების ტექსტებს, რომლებიც დაწერილი იყო პოლტავის გამარჯვებისა და ნიშტადტის ზავის სადღესასწაულოდ.
მისმა სიკვდილმა, ნამდვილად უჩვენა მისი სულის ქრისტიანული წყობა. ის ხომ გაყინულ წყალში გადაეშვა, რათა ეშველა გადაბრუნებული ნავიდან ადამიანებისათვის, ამით მან ფილტვების ანთება მიიღო, რომელსაც თავი ვერ დააღწია. ამრიგად, პეტრეს დამოკიდებულება რელიგიასთან იყო უაღრესად წინააღმდეგობრივი და რთული.
ეკლესია ტოტალიტარულ სახელმწიფოში
რაც პეტრემ შექმნა, როგორიც არის ეს ეკლესია, რომელიც შეესაბამებოდა ტოტალიტარულ სახელმწიფოს. თეოფანე პროკოპოვიჩმა წაიკითხა ქადაგება ავტოკრატიის არსის შესახებ, რომლისთვისაც სწორედ ბზობის კვირა შეარჩია, რათა ხაზი გაესვა შეცვლილ სიტუაციაზე ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს შორისეს შეადარა პეტრესათვის ეგზომ საძულველ წესსვირით მსვლელობას. ტოტალიტარული საიმპერატორო ხელისუფლების მხარდაჭერა მრავალგზის შეგვახსენებს თავს სასულიერო რეგლამენტშიც. თავის სასკოლო სახელმძღვანელოში პროკოპოვიჩი მიუთითებდა, რომ პირველ მცნებაში მამა უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, აგრეთვე მეფესაც. აღსარების საიდუმლოება გაუქმდა. თუ აღსარების მთქმელი რაიმეს იტყოდა მეფესთან დაკავშირებით, მაშინ მღვდელს ეს მაშინვე უნდა ეცნობებინა საერო ხელისუფლებისათვის. შემოღებული იქნა, აგრეთვე სავალდებულო აღსარებაც, ყველა ქვეშევრდომი მოვალე იყო, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ გამოცხადებულიყო აღსარებისათვის. საწინააღმდეგო შემთხვევაში მას არ შეეძლო თანამდებობის მიღება. ამ წესმა დიდხანს შეინარჩუნა თავისი ძალა. სინოდი სასტიკად იბრძოდა სტაროვერების, ერეტიკოსების, ებრაელების და პროტესტანტების წინააღმდეგაც კი, თუმც პეტრე, ასევე თეოფანეც იმყოფებოდნენ სწორედ პროტესტანტიზმის ძლიერი გავლენის ქვეშ. რაიმე შემწყნარებლობის შესახებ საუბარიც კი არ იყო. დაისვა ამოცანა ეკლესიის შექმნისა, რომელიც იქნებოდა დამჯერე იარაღი ტოტალიტარული საიმპერატორო ხელისუფლების ხელში. სასულიერო რეგლამენტის მრავალი პარაგრაფი მიძღვნილი იყო სწორედ სხვადასხვა სახის რელიგიური დისიდენტების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. 
უფრო ფართო პერსპეკტივაში პეტრეს ბრძოლა მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ შესაძლებელია განვიხილოთ, როგროც ბრძოლა ბიზანტიური გავლენის წინააღმდეგ და მთლიანობაში ძველი რუსეთის წინააღმდეგ. ამას უნდა მივაკუთვნოთ ისიც, რომ მთელი სახელმწიფოებრივი იდეოლოგია ბიზანტიისაგან შემობრუნდა დასავლეთისაკენ. პეტრეს განზრახული ჰქონდა რაღაც ახლის შემოტანა, ახალი სახელმწიფოებრივი წესრიგი, ახალი კულტურა. მის იდეოლოგიაში იშვიათად თუ აღმოვაჩენთ რაიმე მინიშნებას ძველი რუსეთის საკუთრების მემკვიდრეობითობაზე ან შენარჩუნებაზე. ეკლესიამ მიიღო ცხოვრების უფლება, მაგრამ ის ექვემდებარებოდა მოთვინიერებას და მარგინალიზაციას. ერთდროულად იქმნებოდა ახალი დიეოლოგია, თითქმის ახალი რელიგია, აღმოცენებული სახელმწიფოს სარგებლობის და ხელმწიფის განდიდების საძირკველზე.
ენა და კულტურა
Aleksey Antropov. Portrait of Peter the Great.პეტრე დიდის საერთო კულტურული რეფორმები მიმართული იყო, აგრეთვე ეკლესიის როლის წინააღმდეგაც. აქ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა ენა. ყოველდღიურ სასაუბრო ენას უნდა შეეცვალა თავისი საეკლესიო-სლავიანური ფორმა (ესე იგი სამხრეთ სლავიანური, შემოტანილი კიევის რუსეთში 988 წელს გაქრისტიანებისას) რუსულით. ასოების ფორმა ისე იცვლებოდა, რომ ისინი უფრო დამსგავსებოდა ლათინურ შრიფტს. შემოღებულ იქნა .. სამოქალაქო ანბანი. საეკლესიო სლავიანური ენა და საეკლესიოსლავიანური ასოები დარჩნენ მხოლოდ ეკლესიაში. ეს იგი, ამ სახით შემცირდა საეკლესიო გავლენა.
პეტრეს სწრაფვა დაენერგა რუსულ კულტურაში ანტიკური მემკვიდრეობა, კერძოდ ანტიკური მითოლოგია, იყო როგორც საშუალება ქვეყნის ევროპეიზაციისა, ამავდროულად ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაც. ტრადიციულად მართლმადიდებლური ეკლესია ანტიკურ მემკვიდრეობას სრულიად უნდობლად ეკიდებოდა. ბიზანტიისაგან განსხვავებით, სადაც არ ივიწყებდნენ ანტიკურობას,  რუსეთში მის შესახებ პრაქტიკულად არ არსებობდა არანაირი ცნობა. ანტიკური ღმერთები აქ აღიქმებოდნენ, როგორც დემონები (ეშმაკები) და თვით სამგანზომილებიანობა, სივრცე ღებულობდა დემონურ კონნონტაციებს და ასოცირდებოდა ანტიკურ ღმერთებთან ან სხვა წარმართულ კერპებთან. XVIII საუკუნის მღვდლებისათვისაც კი ლოიალობის მტკიცებულებად გახდა თავიანთ ქადაგებებში მიმართვები ანტიკური სამყაროს ღმერთებისადმი. პეტრეს კრიტიკოსებმა კი ანტიკური მემკვიდრეობა უწმინდურობად, ერესად, მართმადიდებლობასთან მიმართებაში პოლარულ წინააღმდეგობრიობად გამოაცხადეს. ასე, დიმიტრი, როსტოვის არქიეპისკოპოსი, პეტრეს ბრძანებაზე მეომართათვის საეკლესიო მარხვის გაუქმების შესახებ, წერს: „Бахус, бог чревоугодия, говорит через своего выученика Мартина Лютера, что посты не нужно соблюдать среди воинства“.
წელიწადი აწ არ უნდა დაწყებულიყო 1 სექტემბრიდან, ეკლესიურად, არამედ 1 იანვრიდან. წელთაღრიცხვა უნდა დაწყებულიყო ქრისტეს დაბადებით, როგორც ეს ევროპაშია, და არა ქვეყნის შექმნიდან. ეკლესიამ კი პირიქით, შემოინახა ეს ძველი ადათები და ამის ერთგული რჩება დღესაც. საეკლესიო კულტურა, რომელიც ადრე განუყოფლად მეფობდა მთელს რუსეთში, ამ რეფორმების მიმდინარეობის შედეგად გახდა მარგინალური.
პეტრეს რეფორმებმა გამოუსწორებლად გახლიჩა რუსული საზოგადოება ორ ფენად, ზედადასავლური კულტურის მიმღები და ქვედა, რომელშიც მთელი საქრისტიანო შედიოდა, ძველი შეხედულებების სამყაროში მცხოვრები. პეტრემდის, მით უმეტეს XVII საუკუნის შუა ხანების საეკლესიო რეფორმებამდის, რუსეთი რელიგიასთან და ცხოვრების წესთან დამოკიდებულებაში იყო უაღრესად ერთსახოვანი ქვეყანა. ეკლესია ადრეც დამოკიდებული იყო მეფის ხელისუფლებაზე, მაგრამ მათ შორის, როგორც წესი, არ წარმოიშობოდა მკვეთრი კონფლიქტები ინტერესთა ართანხვედრის გამო. ახლა მოხდა განხეთქილება უაღრესად ნაყოფიერი კულტურის თვალთახედვით, რომელიც საფუძველი გახდა XIX საუკუნის კულტურული აყვავებისა, მაგრამ ამან მიგვიყვანა, აგრეთვე რუსული საზოგადოების შიგნით უმძიმეს დაპირისპირებამდის, წინააღმდეგობრიობამდის, რომელიც იქცა 1917 წლის რევოლუციის ერთადერთ მიზეზად.
პეტერბურგის ტოპოგრაფია
პეტრეს მცდელობები, გამოეყენებინა ეკლესია სახელმწიფო სარგებლობისთვის აღიბეჭდა პეტერბურგის მშენებლობაზე. ქალაქის მთავარი მონასტერი აღიმართა ალექსანდრე ნეველის სახელზედ, რომელმაც 1240 წელს გაიმარჯვა შვედეთის არმიაზე. ამ სახით ხაზი ესმეოდა ეკლესიის მნიშვნელობას ეროვნულ მობილიზაციისა და სამშობლოს დაცვისათვის. ქალაქის პირველი უდიდესი ეკლესიის არქიტექტურა, პეტრე-პავლეს ტაძრისა, გვახსენებს მის პროტესტანტულ პროტოტიპებს. ძმებ-მოციქულების პეტრე-პავლესადმი ამ ტაძრის მიძღვნა დაკავშირებულია რომში წმინდა პეტრეს ტაძართან და რუსეთის იმპერიულ პრეტენზიებთან. საკუთრივ, ქალაქს ეწოდა მოციქულ პეტრეს სახელი, მაგრამ მთელი რიგი მიზეზებით ეს მიძღვნა გახდა უფრო და უფრო, არა მიძღვნად მოციქულ პეტრესადმი არამედ, თვით მეფე პეტრესადმი. ისააკისეული ტაძრის მნიშვნელობა, მიძღვნილი უცნობ წმინდა ისააკისადმი, იხსნებოდა იმით, რომ ისააკის დღეს დაიბადა პეტრე დიდი, ასე რომ ეს აზრიც მიძღვნილია პეტრეს დაბადების დღის სადღესასწაულოდ. ადრე რუსეთში ტრადიციად არ იყო დაბადების დღეების აღნიშვნა, აღნიშნავდნენ მხოლოდ მოსახელეების დღეს. ამ სახით, ისააკის ტაძრის კურთხევასმიბმულსპეტრეს დაბადების დღესთან ჰქონდა დანიშნულება, როგორც საიმპერატორო პროპაგანდისათვის, ასევე ევროპეიზაციის აყვავებისათვის. დაბადების დღეების აღნიშვნა იყო, აგრეთვე ევროპული ჩვეულება, ისევე როგორც გაპარსულ წვერებს.   
პეტრე I ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ აღნიშნავდა საყოველთაო შეტევას ძველ კულტურაზე, რაიც ხშირად და მძაფრად კრიტიკდებოდა რუსეთის პატრიოტულ წრეებში. რუსეთის სემიოტიკებისათვის, მძლავრ იდეურ-საისტორიო სკოლისათვის, აღმოცენებული ტარტუსა და მოსკოვში 1960 წლებში, როგორც პროტესტი გაბატონებული საბჭოთა მარქსისტული მეცნიერების წინააღმდეგ, პეტრე ხშირად წარმოჩინდებოდა ოდიოზურ ფიგურად. სხვათა შორის დიდი რუსი ეკლესიის ისტორიკოსი ანტონ კარტაშევი, ყოფილი და უკანასკნელი ობერპროკურორი და რევოლუციის შემდეგ რელიგიის საკითხების მინისტრი, მიუთითებდა, რომ პეტრეს თავდასხმებმა მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და ტრადიციებზე მიგვიყვანა საპირისპირო რეაქციის შედეგებთან, სამონაზვნო ცხოვრების განახლებასთან. აქ მას მხედველობაში აქვს, XVIII . ბოლოსათვის აღმოსავლურ ქრისტიანული მისტიკის აღორძინება, პაისია ველიჩკოვსკის სახელთან დაკავშირებული და მთლიანად XIX საუკუნისა, იყო კიდეც პეტრესეულ სეკულარიზაციაზე რეაქცია. შესაძლებელია ეს განსჯა გაგრძელებულიყო სხვა მტკიცებულებითიმის შესახებ, რომ ჩვენთვის ცნობილი ღრმა მართლმადიდებლურ რელიგიურობაში ჩადებულია შოკისებური თერაპია, გამოყენებული პეტრეს მიერ ეკლესიისა და ქრისტიანული სარწმუნოების მიერ.


გამოყენებული ბმული:









No comments:

Post a Comment